გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 29:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 29:12

ეძლევა წიგნი წიგნის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს; არ ვიგი წიგნი.

ესაია 29:12 · საქართველოს საპატრიარქო

ესაია 29:12 კონტექსტში

29:10რადგან გადმოღვარა თქვენზე უფალმა ძილქუშის სული და დაგიხუჭათ თვალები, წინასწარმეტყველნო, და დაგიფარათ თავები, მისნებო.

29:11იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა როგორც დაბეჭდილი წიგნის სიტყვები, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი.

29:12ეძლევა წიგნი წიგნის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს; არ ვიგი წიგნი.

29:13თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება,

29:14ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება.

პარალელური ადგილები: ესაია 29:12

განაგრძე კითხვა: ესაია 29

სრულად წაიკითხე: ესაია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში