
ესაია 29:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს, ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი;
ესაია 29:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის პარასკევი (მეექვსე ჟამი).
ესაია 29:20 კონტექსტში
29:18გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ.
29:19ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბი-ღატაკნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ.
29:20რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს, ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი;
29:21რომლებიც სიტყვით აცდუნებენ ადამიანს, მახეს უგებენ კარიბჭესთან მომჩივანს და არაფრის გულისთვის აძევებენ მართალს.
29:22ამიტომ ასე ეუბნება უფალი იაკობის სახლს, აბრაამის გამომსყიდველი: ამიერიდან არ იქნება შერცხვენილი იაკობი, ამიერიდან არ გაუფითრდება სახე.
პარალელური ადგილები: ესაია 29:20
- მიქა 2:1ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში!
- ესაია 28:14ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში!
- ესაია 28:22ახლა მოეშვით შეგინებას, რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან მთელი ქვეყნის განადგურება.
- ესაია 29:5მტვრის კორიანტელივით იქნება შენი ურიცხვი მტერი და განიავებულ ბზესავით - ურიცხვი მტარვალი. მოხდება უცბად ანაზდეულად.
- ლუკას სახარება 16:14ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.
- ესაია 13:3მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ.
- ესაია 59:4არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი საესავი და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს ბადებენ.
- მარკოზის სახარება 2:6იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა:
განაგრძე კითხვა: ესაია 29
სრულად წაიკითხე: ესაია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში