
ესაია 29:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ.
ესაია 29:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის პარასკევი (მეექვსე ჟამი).
ესაია 29:18 კონტექსტში
29:16თქვე უკუღმართებო! თუ შერაცხილა თიხა მექოთნის სწორად? თუ უთქვამს შექმნილს შემქმნელისთვის, ან შეგიქმნივარო? თუ უთქვამს ნასახს დამსახველისთვის, გაგება არ გაქვსო?
29:17ცოტაც, სულ ცოტაც და გადაიქცევა ლიბანი ხოდაბუნად და ხოდაბუნი მაღნარად შეირაცხება.
29:18გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ.
29:19ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბი-ღატაკნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ.
29:20რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს, ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი;
პარალელური ადგილები: ესაია 29:18
- ესაია 35:5მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ.
- მათეს სახარება 11:5ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
- იგავესნი 20:12ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა.
- ფსალმუნები 119:18აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
- ესაია 32:3არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება.
- მარკოზის სახარება 7:37დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.
- ეფესელთა მიმართ 1:17რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
- ეფესელთა მიმართ 1:19ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,
განაგრძე კითხვა: ესაია 29
სრულად წაიკითხე: ესაია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში