გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 30:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 30:20

მოგცემთ უფალი ჭირში პურსა და სიმწარეში წყალს და აღარ დაიმალება თქვენი მოძღვარი და იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები.

ესაია 30:20 · საქართველოს საპატრიარქო

ესაია 30:20 კონტექსტში

30:18მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი.

30:19რადგან ერი სიონში იცხოვრებს, იერუსალიმში; აღარ გექნება სატირალი, წყალობით შეგიწყალებს შენი ღაღადების ხმაზე; როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს.

30:20მოგცემთ უფალი ჭირში პურსა და სიმწარეში წყალს და აღარ დაიმალება თქვენი მოძღვარი და იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები.

30:21თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ.

30:22სიბილწედ შერაცხავთ ვერცხლით მოჭედილ თქვენს კერპებს და თქვენი აღალმების ოქროს შესამოსელს, გაფანტავთ როგორც სიბინძურეს, განვედო, ეტყვით.

პარალელური ადგილები: ესაია 30:20

განაგრძე კითხვა: ესაია 30

სრულად წაიკითხე: ესაია 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში