
ფსალმუნი 80:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
ფსალმუნი 80:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 80:5 კონტექსტში
80:3ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
80:4უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
80:5აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
80:6დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.
80:7უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 80:5
- ესაია 30:20მოგცემთ უფალი ჭირში პურსა და სიმწარეში წყალს და აღარ დაიმალება თქვენი მოძღვარი და იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები.
- ფსალმუნები 42:3ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?
- ფსალმუნები 102:9რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
- ეზექიელი 4:16მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ.
- ეზექიელი 4:17რადგან მოაკლდებათ პური და წყალი, შიშით დაუწყებენ ერთმანეთს ცქერას და დაილევიან თავიანთი უკეთურების გამო.
- იობი 6:7გული არ მიმდის, ისეთი საძაგელია ჩემი პური.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 80
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 80 · გახსენი ბიბლიის მკითხველში