გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 31:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 31:6

დაუბრუნდით მას, ისრაელიანებო, ვისაც ღრმად განუდექით!

ესაია 31:6 · საქართველოს საპატრიარქო

ესაია 31:6 კონტექსტში

31:4რადგან ასე მითხრა უფალმა: როგორც ბრდღვინავს ლომი ან ლომის ბოკვერი თავის მსხვერპლზე, თუნდაც შემოადგეს მწყემსების გუნდი, არ ეშინია მათი ყვირილისა და არც მათ სიმრავლეს უფრთხის - ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე და მის გორაკზე.

31:5როგორც ჩიტი ბარტყებს, ასე დაიფარავს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს, დაიფარავს და იხსნის, მოუფრთხილდება და გადაარჩენს.

31:6დაუბრუნდით მას, ისრაელიანებო, ვისაც ღრმად განუდექით!

31:7რადგან მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს.

31:8არკაცური მახვილით დაეცემა აშური და არაადამიანური მახვილი შეჭამს მას; მახვილს გაექცევა, მის ჭაბუკებს კი დაიმონებენ.

პარალელური ადგილები: ესაია 31:6

განაგრძე კითხვა: ესაია 31

სრულად წაიკითხე: ესაია 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში