
იერემია 3:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვედით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი.
იერემია 3:22 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 3:22 კონტექსტში
3:20ჭეშმარიტად, როგორც ცოლი ღალატობს თავის მეგობარს, ასე მიღალატე შენც, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი.
3:21ხმა ისმის შიშველ გორაკებზე, ისრაელიანთა საწყალობელი მოთქმა; რადგან გაიმრუდეს გზა და დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი.
3:22მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვედით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი.
3:23ჭეშმარიტად, სიცრუეა გორაკები და ხალხმრავალი მთები! ჭეშმარიტად უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა!
3:24მაგრამ სირცხვილმა შეჭამა ჩვენი მამა-პაპის ნაჭირნახულევი სიყმაწვილის დროიდან - მათი ცხვარი და ძროხა, ვაჟები და ქალიშვილები.
პარალელური ადგილები: იერემია 3:22
- ოსეა 14:1მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.
- ოსეა 14:4განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.
- ზაქარია 13:9გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩემი ღმერთი.
- ოსეა 6:1წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.
- ოსეა 6:2ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.
- იერემია 30:17ჭრილობებს შეგიხორცებ და განგიკურნავ სატკივარს, ამბობს უფალი; რადგან მოკვეთილი გიწოდეს. ეს არის სიონი, რიმლის ამბავსაც არ კითხულთბენ.
- ოსეა 3:5მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.
- ოსეა 13:4მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული, სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა და არავინაა მხსნელი.
განაგრძე კითხვა: იერემია 3
სრულად წაიკითხე: იერემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში