გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 32:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 32:2

თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე.

ესაია 32:2 · საქართველოს საპატრიარქო

ესაია 32:2 კონტექსტში

32:1აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.

32:2თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე.

32:3არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება.

32:4თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება.

პარალელური ადგილები: ესაია 32:2

განაგრძე კითხვა: ესაია 32

სრულად წაიკითხე: ესაია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში