
ესაია 32:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება.
ესაია 32:3 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 32:3 კონტექსტში
32:1აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.
32:2თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე.
32:3არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება.
32:4თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება.
32:5აღარ დაერქმევა უგვანს ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ.
პარალელური ადგილები: ესაია 32:3
- ესაია 29:18გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ.
- მოციქულთა საქმენი 26:18იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:6რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
- ესაია 35:5მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ.
- ესაია 35:6მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე - ნიაღვრები.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:20თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:21იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.
- მარკოზის სახარება 7:37დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.
განაგრძე კითხვა: ესაია 32
სრულად წაიკითხე: ესაია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში