
ესაია 36:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი.
ესაია 36:21 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 36:21 კონტექსტში
36:19სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
36:20რომელ ღმერთს უხსნია ამ ქვეყნების ღმერთთა შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას ჩემი ხელიდან იერუსალიმი?
36:21დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი.
36:22მივიდნენ ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული სამოსელით და მოახსენეს რაბშაკეს სიტყვები.
პარალელური ადგილები: ესაია 36:21
- იგავესნი 26:4ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
- მათეს სახარება 7:6ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
- ამოსი 5:13ამიტომაც დუმს ბრძენი კაცი ასეთ დროში, რადგან ეს ცუდი დროებაა.
- ფსალმუნები 39:1გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემ პირდაპირ.
- იგავესნი 9:7ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;
- იგავესნი 9:8ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
- ფსალმუნები 38:13მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
- ფსალმუნები 38:15რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.
განაგრძე კითხვა: ესაია 36
სრულად წაიკითხე: ესაია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში