
ესაია 36:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
ესაია 36:19 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 36:19 კონტექსტში
36:17სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში.
36:18არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს, გვიხსნისო უფალი. რომელი ხალხის ღმერთს უხსნია თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან?
36:19სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
36:20რომელ ღმერთს უხსნია ამ ქვეყნების ღმერთთა შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას ჩემი ხელიდან იერუსალიმი?
36:21დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი.
პარალელური ადგილები: ესაია 36:19
- იერემია 49:23დამასკოზე გაწბილდნენ ხამათი და არფადი, რადგან ცუდი ამბები მოუვიდათ. შეშფოთდნენ; ზღვაზე ღელვაა და ვერ ისვენებენ.
- ესაია 10:9განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? განა არფადი და ხამათი ერთი არ არის? განა დამასკო და სამარია ერთი არ არის?
- ესაია 10:11როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის სათაყვანებლებს?
- ესაია 37:11ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?
- ესაია 37:13სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაღისა და ღივას მეფე?
- რიცხვთა 34:8ჰორის მთიდან გაატარეთ ხამათის მიმართულებით; მიებჯინება საზღვარი ცედადას.
- მეფეთა ბ 8:9შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
განაგრძე კითხვა: ესაია 36
სრულად წაიკითხე: ესაია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში