
ესაია 37:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?
ესაია 37:11 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 37:11 კონტექსტში
37:9თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც, გაიგო, უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. მაშინ ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს და დააბარა მათ:
37:10ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.
37:11ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?
37:12აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი; ყედენიანები, თელასარში რომ არიან?
37:13სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაღისა და ღივას მეფე?
პარალელური ადგილები: ესაია 37:11
- ესაია 36:18არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს, გვიხსნისო უფალი. რომელი ხალხის ღმერთს უხსნია თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან?
- ესაია 36:20რომელ ღმერთს უხსნია ამ ქვეყნების ღმერთთა შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას ჩემი ხელიდან იერუსალიმი?
- ესაია 37:18მართალია, უფალო, რომ მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,
- ესაია 37:19ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან კაცის ხელით ნაკეთები საგნები.
- ესაია 10:7მაგრამ ის ასე არ განსჯის და მისი გული ასე არ იზრახავს; არამედ განადგურებაა მის გულში და ხალხების ერთიანად მოსპობა.
- ესაია 10:14ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა.
- ესაია 14:17ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?
განაგრძე კითხვა: ესაია 37
სრულად წაიკითხე: ესაია 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში