
ესაია 36:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს, გვიხსნისო უფალი. რომელი ხალხის ღმერთს უხსნია თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან?
ესაია 36:18 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 36:18 კონტექსტში
36:16ნუ დაუჯერებთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, სვას თავისი ჭის წყალი,
36:17სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში.
36:18არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს, გვიხსნისო უფალი. რომელი ხალხის ღმერთს უხსნია თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან?
36:19სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
36:20რომელ ღმერთს უხსნია ამ ქვეყნების ღმერთთა შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას ჩემი ხელიდან იერუსალიმი?
პარალელური ადგილები: ესაია 36:18
- ესაია 37:17ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.
- ესაია 37:18მართალია, უფალო, რომ მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,
- ესაია 36:15ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით, გვიხსნის უფალი და არ ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს.
- იერემია 10:3რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.
- იერემია 10:5ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე.
- ფსალმუნები 115:2რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?
- ფსალმუნები 115:8მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
- ფსალმუნები 135:15ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
განაგრძე კითხვა: ესაია 36
სრულად წაიკითხე: ესაია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში