
ესაია 38:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს.
ესაია 38:19 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 38:19 კონტექსტში
38:17აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები.
38:18რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი.
38:19ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს.
38:20უფალი მყავს სახსრად და ჩვენც ავახმიანებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში.
38:21თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და მორჩება.
პარალელური ადგილები: ესაია 38:19
- მეორე სთვლისაება 6:7ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
- ფსალმუნები 119:175იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.
- მეორე სთვლისაება 4:9ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს
- ფსალმუნები 78:3რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,
- ფსალმუნები 78:6რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
- გამოსვლა 12:26თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,
- გამოსვლა 12:27ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
- ფსალმუნები 145:4თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
განაგრძე კითხვა: ესაია 38
სრულად წაიკითხე: ესაია 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში