
ფსალმუნი 145:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
ფსალმუნი 145:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 145:4 კონტექსტში
145:2ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
145:3დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.
145:4თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
145:5შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.
145:6შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 145:4
- ფსალმუნები 78:3რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,
- ფსალმუნები 78:7და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.
- ფსალმუნები 71:18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
- მეორე სთვლისაება 6:7ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
- ესაია 38:19ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს.
- ფსალმუნები 44:1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.
- ფსალმუნები 44:2შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
- გამოსვლა 12:26თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 145
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 145 · გახსენი ბიბლიის მკითხველში