გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 40:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 40:23

არარაობად აქცევს მთავრებს, არაფრად აგდებს ქვეყნის მსაჯულებს.

ესაია 40:23 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 13 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის სამშაბათი (მეექვსე ჟამი).

ესაია 40:23 კონტექსტში

40:21ნუთუ არ იცით, ნუთუ არ გსმენიათ, ნუთუ არ გემცნოთ დასაბამიდან? ნუთუ არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?

40:22ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.

40:23არარაობად აქცევს მთავრებს, არაფრად აგდებს ქვეყნის მსაჯულებს.

40:24ის იყო დაინერგნენ, ის იყო ჩაითესნენ, ის იყო მიწაში ფესვი გაიდგეს, რომ დაუბერა მათ და გადახმენ, ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.

40:25ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა.

პარალელური ადგილები: ესაია 40:23

განაგრძე კითხვა: ესაია 40

სრულად წაიკითხე: ესაია 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში