
იობი 12:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავსლაფს ასხამს დიდებულებს და ძლიერებს სარტყელს უმსუბუქებს;
იობი 12:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 12:21 კონტექსტში
12:19ტყვედ მიყავს მღვდლები და ამხობს ძალმოსილთ;
12:20ართმევს მეტყველებას, სარწმუნო ხალხს და გაგების უნარს მოხუცებულებს;
12:21თავსლაფს ასხამს დიდებულებს და ძლიერებს სარტყელს უმსუბუქებს;
12:22აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი;
12:23აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება;
პარალელური ადგილები: იობი 12:21
- ფსალმუნები 107:40სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
- დანიელი 2:21იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას.
- დანიელი 2:22ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს; იცის, რა იმალება ბნელში და ნათელი მასშია დავანებული.
- ესაია 24:21მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე.
- ესაია 24:22შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან.
- გამოსვლა 16:24მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ; არც ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია.
- დანიელი 4:32მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.
- დანიელი 4:33მალედვე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივიი გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინვგლის კლანჭებივით.
განაგრძე კითხვა: იობი 12
სრულად წაიკითხე: იობი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში