
ესაია 40:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს.
ესაია 40:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის სამშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 40:29 კონტექსტში
40:27რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისაგან და ღვთისგან განუკითხავიაო ჩემი სამართალი?
40:28განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.
40:29ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს.
40:30იღლებიან ჭაბუკები და იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან.
40:31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
პარალელური ადგილები: ესაია 40:29
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:9მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:10მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
- ფილიპელთა მიმართ 4:13ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
- კოლასელთა მიმართ 1:11ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,
- ზაქარია 10:12გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, ამბობს უფალი.
- იერემია 31:25რადგან სულს მოვათქმევინებ დაღლილ-დაქანცულს და ყოველ ღონემიხდილს.
- ფსალმუნები 29:11უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
განაგრძე კითხვა: ესაია 40
სრულად წაიკითხე: ესაია 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში