
ფსალმუნი 29:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
ფსალმუნი 29:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 29:11 კონტექსტში
29:9ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.
29:10უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.
29:11უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 29:11
- რიცხვთა 6:24უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს.
- რიცხვთა 6:27დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
- ესაია 40:31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:16თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
- იოანე 16:33ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.
- ესაია 40:29ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს.
- ფსალმუნები 68:35საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 29
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში