
ესაია 42:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის.
ესაია 42:20 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 42:20 კონტექსტში
42:18ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ!
42:19ვინ არის ჩემი მორჩილივით ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით?
42:20ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის.
42:21უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული.
42:22მაგრამ ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული, გამოქვაბულებში არიან ჩაყრილნი და საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის; იტაცებენ და არავინ ამბობს: დააბრუნე!
პარალელური ადგილები: ესაია 42:20
- ნეემია 9:10შენ მოეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მის მორჩილთა და მისი ქვეყნის მთელი ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ ისინი მზაკვრულად ექცეოდნენ მათ, შენ კი სახელი გაითქვი დღესამომდე.
- ნეემია 9:17არც გაგონება ინდომეს, არც ის შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ რომ გაუკეთე. ქედი გაიფიცხეს და თავიანთი ურჩობით ბელადი დაიყენეს მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ ღმერთი ხარ, შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი ხარ, წყალობის გაღებისას კი უხვი, ამიტომაც არ მიატოვე ისინი.
- რომაელთა მიმართ 2:21კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?
- მოციქულთა საქმენი 28:22მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ.
- მოციქულთა საქმენი 28:27რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
- ფსალმუნები 107:43ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა.
- მეორე სთვლისაება 29:2მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა თქვენს თვალწინ ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს, მის მორჩილთ და მთელ მის ქვეყანას -
- მეორე სთვლისაება 29:4მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად.
განაგრძე კითხვა: ესაია 42
სრულად წაიკითხე: ესაია 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში