
ესაია 47:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი.
ესაია 47:1 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 47:1 კონტექსტში
47:1ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი.
47:2აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი; მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე წვივები და გადადი მდინარეებზე.
47:3გაშიშვლდება შენი სარცხვინელი და გამოჩნდება შენი აუგი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს.
პარალელური ადგილები: ესაია 47:1
- იერემია 51:33რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ბაბილონის ასული გასალეწად გამზადებული კალოა; ცოტაც და, დადგება მისი მომკის ჟამი.
- ფსალმუნები 137:8ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ.
- იერემია 50:42მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!
- ზაქარია 2:7ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ!
- იერემია 46:11ადი გალაადს და ბალსამონი მოიტანე, ეგვიპტელო ქალწულო! ამაოდ ახვავებ წამლებს, არ განიკურნები!
- ესაია 3:26მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი.
- ესაია 37:22აი, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ, დაგცინის ქალწული ასული სიონისა, თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
- იერემია 48:18ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია.
განაგრძე კითხვა: ესაია 47
სრულად წაიკითხე: ესაია 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში