
იერემია 48:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია.
იერემია 48:18 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 48:18 კონტექსტში
48:16ახლოსაა მოაბის აღსასრული, გამალებით მოიჩქარის მისი უბედურება.
48:17დაიტირეთ იგი, მეზობლებო, და მისი სახელის მცნობელნო, იყვირეთ: როგორ შეიმუსრა ძლიერი კვერთხი, დიდებული არგანი!
48:18ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია.
48:19გზაზე დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრთ! ჰკითხე გამოქცეულს და თავდახსნილს, ჰკითხე, რა მოხდა-თქო?
48:20გაწბილებულია მოაბი, რადგან დაიქცა. იტირეთ და იკივლეთ, ამცნეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი.
პარალელური ადგილები: იერემია 48:18
- რიცხვთა 21:30დავამხეთ, განადგურდა ხეშბონი დიბონამდე; გაგაუკაცრიელეთ ნოფახამდე, მედებას მახლობლად რომ არის!
- ესაია 47:1ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი.
- ესაია 15:2ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
- იერემია 48:22დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს;
- იესო ნავეს ძე 13:17ხეშბონი და ვაკის ყველა ქალაქი - დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი,
- ეზექიელი 19:13ახლა უდაბნოშია დარგული, უწყლო და გვალვიან ქვეყანაში.
- გამოსვლა 17:3ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?
- შესაქმე 21:16წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, საისრეზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა.
განაგრძე კითხვა: იერემია 48
სრულად წაიკითხე: იერემია 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში