
ესაია 47:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩვენი მხსნელი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის წმიდაა.
ესაია 47:4 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 47:4 კონტექსტში
47:2აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი; მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე წვივები და გადადი მდინარეებზე.
47:3გაშიშვლდება შენი სარცხვინელი და გამოჩნდება შენი აუგი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს.
47:4ჩვენი მხსნელი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის წმიდაა.
47:5იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი.
47:6განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე ჩემი წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი; არ მოეპყარი მათ სიბრალულით, მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი.
პარალელური ადგილები: ესაია 47:4
- ესაია 44:6ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
- ესაია 43:14ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
- ესაია 41:14ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.
- ესაია 49:26საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
- ესაია 43:3რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენ სანაცვლოდ.
- იერემია 31:11რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი, გამოიხსნა მასზე ძლიერის ხელიდან.
- იერემია 50:33ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დათრგუნული არიან ისრაელიანები და იუდიანებიც; მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამატყევართ, არ უნდათ მათი გაშვება.
- იერემია 50:34მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი; ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ის გაიკითხავს მათ საქმეს, რათა ქვეყანას შვება მისცეს და შეაძრწუნოს ბაბილონის მცხოვრებნი.
განაგრძე კითხვა: ესაია 47
სრულად წაიკითხე: ესაია 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში