გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 47:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 47:5

იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი.

ესაია 47:5 · საქართველოს საპატრიარქო

ესაია 47:5 კონტექსტში

47:3გაშიშვლდება შენი სარცხვინელი და გამოჩნდება შენი აუგი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს.

47:4ჩვენი მხსნელი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის წმიდაა.

47:5იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი.

47:6განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე ჩემი წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი; არ მოეპყარი მათ სიბრალულით, მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი.

47:7შენ კი თქვი: საუკუნოდ ვარო ქალბატონი! გულთან არ გაგიკარებია ეს ამბები, არ გიფიქრია მათ აღსასრულზე.

პარალელური ადგილები: ესაია 47:5

განაგრძე კითხვა: ესაია 47

სრულად წაიკითხე: ესაია 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში