
ესაია 5:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წამახული აქვს ისრები და ყველა მშვილდი მოზიდული აქვს; კაჟივითაა მისი ცხენის ფლოქვები და მისი ეტლის ბორბლები ქარიშხალია.
ესაია 5:28 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 5:28 კონტექსტში
5:26შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება.
5:27არავინ იქნება დამაშვრალი მათ შორის, არც შებარბაცებული; არ ჩათვლემს, არ დაიძინებს, სარტყელი არ შეეხსნება წელზე და ფეხსამოსის თასმები არ დაუწყდება.
5:28წამახული აქვს ისრები და ყველა მშვილდი მოზიდული აქვს; კაჟივითაა მისი ცხენის ფლოქვები და მისი ეტლის ბორბლები ქარიშხალია.
5:29მისი ღრიალი ლომის ღრიალია, ლომის ბოკვერებივით ბდღვინავს; დაიღრიალებს და მსხვერპლს დაეცემა, გაიტაცებს და ვერავინ იხსნის.
5:30დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან.
პარალელური ადგილები: ესაია 5:28
- ფსალმუნები 45:5შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
- ეზექიელი 21:9ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილიც!
- ეზექიელი 21:11მიცემულია გასაფერად, რომ ხელმა ჩაბღუჯოს; გალესილია ეს მახვილი და გაფერილი, რომ მკვლელს ჩაბარდეს ხელში.
- ნაუმი 2:3წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.
- ნაუმი 2:4დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.
- მიქა 4:13მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს.
- ფსალმუნები 7:12მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
- ფსალმუნები 7:13მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
განაგრძე კითხვა: ესაია 5
სრულად წაიკითხე: ესაია 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში