
ნაუმი 2:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.
ნაუმი 2:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნაუმი 2:4 კონტექსტში
2:2რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.
2:3წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.
2:4დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.
2:5გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.
პარალელური ადგილები: ნაუმი 2:4
- იერემია 4:13აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი, ქარბორბალაა მისი ეტლები, არწივზე უსწრაფესია მისი ცხენები. ვაი ჩვენს თავს, გავნადგურდით!
- ესაია 66:15რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში - თავისი ბრაზი.
- ნაუმი 3:2შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი,
- ნაუმი 3:3მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა, უამრავი დახოცილი გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორხილობენ მათ ცხედრებზე.
- ეზექიელი 26:10მის ცხენთა სიმრავლე მტვრით დაგფარავს, მხედრების, ბორბლების და ეტლების ხმაზე შეირყევა შენი კედლები, როცა შემოვა შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგანგრეულ ქალაქში შედიან.
- ესაია 37:24შენს მორჩილთა პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ალვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში.
- დანიელი 11:40ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის.
განაგრძე კითხვა: ნაუმი 2
სრულად წაიკითხე: ნაუმი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში