
ესაია 50:6, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან.
ესაია 50:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ესაია 50:6
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ეს, ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველებაა. ახლა მოისმინეთ ზუსტი აღსრულება: მაშინ [პილატემ] გაათავისუფლა ბარაბა და ბრძანა იესოს გაშოლტვა და ჯვარცმა (მთ 27,26). განა ეს არ არის ის, რაც წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა: ზურგი მივაქციე მათ, ვინც მცემდა?”
ესაია 50:6 კონტექსტში
50:4უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით.
50:5უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ.
50:6ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან.
50:7მაგრამ უფალი ღმერთი შემეწეოდა მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ; ამიტომაც კაჟად ვაქციე ჩემი პირისახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები.
50:8ახლოს არის ჩემი გამმართლებელი. ვინ არის, რომ მედავება? დავდგეთ ერთად, ვინ არის ჩემი მომჩივანი? ახლოს მოვიდეს.
პარალელური ადგილები: ესაია 50:6
- მათეს სახარება 26:67მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ
- მარკოზის სახარება 14:65ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში სცემდნენ მას.
- მარკოზის სახარება 15:19თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ.
- ლუკას სახარება 22:63ხოლო იესოს შემპყრობნი დასცინოდნენ და სცემდნენ მას;
- ლუკას სახარება 22:64თავს უბურავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ: იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა შენ?
- მათეს სახარება 27:30და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.
- ესაია 53:5მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.
- იოანე 18:22ეს რომ თქვა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა იესოს და უთხრა: ასე მიუგებ მღვდელმთავარს?
განაგრძე კითხვა: ესაია 50
სრულად წაიკითხე: ესაია 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში