
მათეს სახარება 27:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.
მათეს სახარება 27:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეხუთე სახარება).
მათეს სახარება 27:30 კონტექსტში
27:28ტანთ გახადეს და შემოსეს მეწამული ქლამიდით.
27:29დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა!
27:30და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.
27:31ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ.
27:32გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 27:30
- ესაია 50:6ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან.
- მათეს სახარება 26:67მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ
- ესაია 53:7ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე.
- მარკოზის სახარება 15:19თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ.
- ესაია 52:14რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!),
- მიქა 5:1ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი; კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.
- ესაია 53:3საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით.
- ლუკას სახარება 18:32ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ,
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 27
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში