
ესაია 51:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენს შვილებს ქანცი გაუწყდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან, ბადეში გახვეულ ირმებივით, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღვთის მძვინვარებით.
ესაია 51:20 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 51:20 კონტექსტში
51:18არავინ არის მისი წინამძღოლი მის ნაშობ ვაჟებს შორის და ხელის ჩამჭიდებელი მის გაზრდილ ვაჟებს შორის.
51:19ეს ორი რამ შეგემთხვა შენ; ვინ შეგიცოდებს? დაღუპვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი! ვითი განუგეშო?
51:20შენს შვილებს ქანცი გაუწყდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან, ბადეში გახვეულ ირმებივით, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღვთის მძვინვარებით.
51:21ამიტომ გაიგონე ეს, ბედშავო, მთვრალო, მაგრამ უღვინოდ!
51:22ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ხალხისა: აჰა, გართმევ შენი ხელიდან სიბრუვის თასს, ფიალას, თასს ჩემი რისხვისა, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი.
პარალელური ადგილები: ესაია 51:20
- გლოვა იერემიასი 2:11ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში.
- გლოვა იერემიასი 2:12დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.
- იერემია 14:16ის ხალხიც, რომელსაც ისინი უქადაგებენ, შიმშილისა და მახვილის მსხვერპლი გახდება და იერუსალიმის ქუჩებში დაიყრება. დამმარხველიც არ ეყოლებათ მათ, არც მათ ცოლებს, არც მათ ვაჟებს, არც მათ ასულებს. მათ ბოროტებას მათვე გადავანთხევ.
- გამოცხადება 14:10ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
- ესაია 5:25ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
- ესაია 8:21ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
- ესაია 51:17გაიღვიძე, გაიღვიძე, ადექი, იერუსალიმო, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი, ძირისძირამდე შესვი ფიალა, სიბრუკის თასი.
- ესაია 49:26საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
განაგრძე კითხვა: ესაია 51
სრულად წაიკითხე: ესაია 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში