
გლოვა იერემიასი 2:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში.
გლოვა იერემიასი 2:11 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 2:11 კონტექსტში
2:9მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები.
2:10მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, თავზე ნაცარი აყრიათ და ჯვალოთი არიან შემოსილი; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.
2:11ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში.
2:12დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.
2:13რა ვთქვა შენზე, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? რას მიგამსგავსო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი დაქცევა, ვინ არის შენი განმკურნებელი?
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 2:11
- გლოვა იერემიასი 1:20მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მეწვის ნაწლავები; გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ავჯანყდი შენ წინააღმდეგ; გარეთ მახვილისგან შვილმკვდარი შევიქენი, შინაც სიკვდილია.
- გლოვა იერემიასი 1:16ამას დავტირი, ცრემლად იღვრება ჩემი თვალები, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი; ობლად დარჩნენ ჩემი შვილები, რადგან გამძლავრდა მტერი.
- იობი 16:13გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.
- ფსალმუნები 22:14ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
- გლოვა იერემიასი 3:48ცრემლის ნაკადულები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო;
- გლოვა იერემიასი 3:51ჩემი თვალები სულს მიდარდიანებენ ჩემი ქალაქის ასულთა გამო;
- იერემია 4:19ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.
- ფსალმუნები 6:7დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 2
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში