
ესაია 54:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა.
ესაია 54:13 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 54:13 კონტექსტში
54:11დაჩაგრულია, ქარნაცემო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ძვირფასი ქვებით და საფუძვლად საფირონს დაგიდებ.
54:12ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთეა, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება.
54:13შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა.
54:14სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები გასაჭირისგან, რადგან არაფრის შეგეშინდება, და საფრთხისაგან, რადგან არ მოგეკარება.
54:15კი მოგიხდებიან, მაგრამ არა ჩემგნით; შენი მომხდური შენ წინაშე დაეცემა.
პარალელური ადგილები: ესაია 54:13
- იოანე 6:45წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთის მიერ განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა.
- ფილიპელთა მიმართ 4:7და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.
- ფსალმუნები 119:165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
- იერემია 31:34აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს.
- ებრაელთა მიმართ 8:10აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
- რომაელთა მიმართ 15:13სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენისმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.
- გალატელთა მიმართ 5:22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
- იოანე 14:26ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.
განაგრძე კითხვა: ესაია 54
სრულად წაიკითხე: ესაია 54 · გახსენი ბიბლიის მკითხველში