
ესაია 59:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს - რისხვას, მოძულეთ - საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს.
ესაია 59:18 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 59:18 კონტექსტში
59:16ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას.
59:17ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური.
59:18საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს - რისხვას, მოძულეთ - საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს.
59:19შეუშინდებიან დასავლეთში უფლის სახელს და მზის აღმოსავლეთში - მის დიდებას, რადგან ნიაღვარივით მოვა მტერი, უფლის ქარი გამორეკავს მათ.
59:20მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: ესაია 59:18
- იერემია 17:10მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
- ესაია 63:6დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.
- რომაელთა მიმართ 2:6როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას:
- მათეს სახარება 16:27რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თითოეულს.
- ნაუმი 1:2იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.
- ესაია 63:3მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი.
- იობი 34:11რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს.
- გლოვა იერემიასი 4:11გადმოსცალა უფალმა თავისი რისხვა, გადმოაფრქვია თავისი წყრომის ალი, ცეცხლი წაუკიდა სიონს და შეაჭმევინა მისი საძირკველნი.
განაგრძე კითხვა: ესაია 59
სრულად წაიკითხე: ესაია 59 · გახსენი ბიბლიის მკითხველში