
ესაია 64:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა.
ესაია 64:11 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 64:11 კონტექსტში
64:9მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი!
64:10შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი!
64:11ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა.
64:12ნუთუ არ შეგძრავს, უფალო, ეს ამბები? ნუთუ კვლავ იდუმებ და გაგვტანჯავ მეტისმეტად?
პარალელური ადგილები: ესაია 64:11
- ფსალმუნები 74:5ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
- ფსალმუნები 74:7ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
- ნეშტთა შორისა ბ 36:19გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა.
- გლოვა იერემიასი 1:10მის საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან ხედავს, რომ შედიან მის საწმიდარში წარმართნი, ვისზედაც ბრძანე, არ შესულიყვნენ შენს კრებულში.
- გლოვა იერემიასი 1:11ოხრავს შენი ერი, პურის მძებნელი; საჭმელში ცვლიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან; მოიხედე, უფალო, და დაინახე, როგორ დავმცირდი.
- გლოვა იერემიასი 1:7გაიხსენა იერუსალიმმა თავისი ტანჯვისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველად ნაქონი; რომ დაეცა მისი ხალხი მცტრის ხელით და არავინ არის მისი მშველელი; შეჰყურებენ მას მტრები და საცინლად იგდებენ მის შაბათებს.
- იერემია 52:13გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.
- ეზექიელი 24:21უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შევლახავ ჩემს საწმიდარს - თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა ნეტარებას და თქვენი სულის სანუკვარს; თქვენი ვაჟები და ასულები კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან-თქო.
განაგრძე კითხვა: ესაია 64
სრულად წაიკითხე: ესაია 64 · გახსენი ბიბლიის მკითხველში