
ესაია 8:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
ესაია 8:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 8:15 კონტექსტში
8:13მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.
8:14ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
8:15ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
8:16შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში.
8:17მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.
პარალელური ადგილები: ესაია 8:15
- მათეს სახარება 21:44ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
- ესაია 28:13მაშინ უფლის სიტყვად იქცევა მათთვის რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ, რომ იარონ და გულაღმა გადაყირავდნენ, დაილეწონ, მახეში მოექცნენ და შეპყრობილ იქნენ.
- ლუკას სახარება 20:17იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
- ლუკას სახარება 20:18ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
- რომაელთა მიმართ 9:32რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს.
- მათეს სახარება 11:6ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში.
- მათეს სახარება 15:14მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.
- იოანე 6:66ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას.
განაგრძე კითხვა: ესაია 8
სრულად წაიკითხე: ესაია 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში