
ლუკას სახარება 20:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
ლუკას სახარება 20:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 3 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ლუკას სახარება 20:18
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “უფალმა ცოდვილებს მიუტევა სამოცდაათჯერ შვიდჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ; მაგრამ თუ ცოდვილები ამის შემდეგაც ცოდვილებად რჩებიან, უფალი მათ გადაარჩენს მათი ნების საწინააღმდეგოდ? არა, რადგან ეს არ არის ადამიანთა გადარჩენის პრინციპი. პრინციპი ისაა, რომ ადამიანმა თავისი თავისუფალი ნებით უნდა განაცხადოს თანხმობა მის გადარჩენაზე.”
ლუკას სახარება 20:18 კონტექსტში
20:16მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას!
20:17იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
20:18ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
20:19მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
20:20და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 20:18
- ესაია 8:14ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
- ესაია 8:15ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
- დანიელი 2:44იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება.
- დანიელი 2:45როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.
- მათეს სახარება 21:44ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
- დანიელი 2:34შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი.
- დანიელი 2:35მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.
- ზაქარია 12:3დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 20
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში