
ესაია 8:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
ესაია 8:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 8:20 კონტექსტში
8:18აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.
8:19თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?
8:20მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
8:21ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
8:22მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
პარალელური ადგილები: ესაია 8:20
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:19ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:15თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:17რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.
- ესაია 30:8ახლა წადი და ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოკვეთე, რომ დარჩეს სამომავლოდ, უკუნისამდე.
- ესაია 30:11გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო.
- რომაელთა მიმართ 1:22ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;
- იოანე 5:46ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა.
- იოანე 5:47მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?
განაგრძე კითხვა: ესაია 8
სრულად წაიკითხე: ესაია 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში