
იერემია 10:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
იერემია 10:16 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 10:16 კონტექსტში
10:14ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
10:15არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.
10:16ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
10:17აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ციხე-ქალაქში მცხოვრებო!
10:18რადგან ასე თქვა უფალმა: აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ქვეყნის მცხოვრებლებს; შევაჭირვებ მათ, რომ მიპოვონ.
პარალელური ადგილები: იერემია 10:16
- მეორე სთვლისაება 32:9რადგან უფლის წილი მისი ერია, იაკობია მისი სამკვიდრო.
- იერემია 32:18წყალობას მოაფენ ათასებზე და შვილებს მოჰკითხავ მამების დანაშაულს მათ შემდეგ, დიდო ღმერთო, ძლიერო, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.
- იერემია 31:35ასე ამბობს უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანაათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად, რომელიც აღძრავს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს და რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.
- ფსალმუნები 74:2გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
- ფსალმუნები 119:57ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
- იერემია 10:12ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,
- იერემია 51:19მათებური არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან ის ყოვლის გამომსახველია და ისრაელი მისი სამკვიდრო შტოა; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- გლოვა იერემიასი 3:24ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;
განაგრძე კითხვა: იერემია 10
სრულად წაიკითხე: იერემია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში