
იერემია 10:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
იერემია 10:14 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 10:14 კონტექსტში
10:12ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,
10:13მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.
10:14ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
10:15არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.
10:16ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
პარალელური ადგილები: იერემია 10:14
- ფსალმუნები 135:16პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
- ფსალმუნები 135:18მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
- ფსალმუნები 115:4მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
- ფსალმუნები 115:8მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
- ესაია 46:7მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება.
- ესაია 46:8ეს გაიხსენეთ და გამაგრდით, გულთან მიიტანეთ, ცოდვილნო!
- აბაკუმი 2:18რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები.
- აბაკუმი 2:19ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას.
განაგრძე კითხვა: იერემია 10
სრულად წაიკითხე: იერემია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში