
იერემია 10:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადმოანთხიე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გცნობენ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, შეჭამეს იგი, ბოლო მოუღეს მას და გააპარტახეს მისი სადგომები.
იერემია 10:25 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 10:25 კონტექსტში
10:23ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.
10:24დამსაჯე, უფალო, ოღონდ სიმართლით და არა რისხვით, რომ არარაობად არ მაქციო.
10:25გადმოანთხიე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გცნობენ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, შეჭამეს იგი, ბოლო მოუღეს მას და გააპარტახეს მისი სადგომები.
პარალელური ადგილები: იერემია 10:25
- ფსალმუნები 79:6გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ.
- ფსალმუნები 79:7რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.
- იერემია 8:16დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი.
- ფსალმუნები 14:4ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
- იობი 18:21ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ!
- ფსალმუნები 27:2თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
- ეზექიელი 25:6რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ტაშს სცემდი და ფეხს აბაკუნებდი, რაკი მთელი მძულვარებით, გულის სიღრმეში, ხარობდი ისრაელის მიწის გამო,
- ეზექიელი 25:8ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, ყველა ხალხივით არისო იუდას სახლი,
განაგრძე კითხვა: იერემია 10
სრულად წაიკითხე: იერემია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში