
ფსალმუნი 79:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.
ფსალმუნი 79:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 79:7 კონტექსტში
79:5როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი?
79:6გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ.
79:7რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.
79:8ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.
79:9დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 79:7
- იერემია 51:34შემჭამა, დამღეჭა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, ცარიელ ჭურჭლად მაქცია. გადამყლაპა გველეშაპივით, აივსო შიგანი ჩემი ძვირფასეულობით და ამომანთხია.
- იერემია 51:35ჩემი გათელვა და ჩემი ხორცი ბაბილონზეა, ამბობს სიონის მკვიდრი. ჩემი სისხლი ქალდეველებზეა, ამბობს იერუსალიმი.
- ზაქარია 1:15დიდი რისხვით ვმრისხანებ თავგასულ ხალხზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და შეეწივნენ ისინი ბოროტებას.
- ესაია 24:1აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ.
- ესაია 24:12უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე.
- ესაია 64:10შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი!
- ესაია 64:11ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა.
- იერემია 50:7ყოველი მათი მპოვნელი ჭამს მათ და მათი მტრები ასე ამბობენ: ჩვენ ბრალი არა გვაქვს, რადგან მათ შესცოდეს უფალს - სიმართლის სამყოფელს და უფალს - მათი მამა-პაპის იმედს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 79
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 79 · გახსენი ბიბლიის მკითხველში