
იერემია 13:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ, და შემოვირტყი წელზე.
იერემია 13:2 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 13:2 კონტექსტში
13:1ასე მითხრა უფალმა: წადი, იყიდე ტილოს სარტყელი და წელზე შემოირტყი, წყალში არ ჩადო.
13:2ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ, და შემოვირტყი წელზე.
13:3მეორეგზის იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
13:4აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს. ადექი, წადი ფერათს და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.
პარალელური ადგილები: იერემია 13:2
- ეზექიელი 2:8შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ.
- ესაია 20:2მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული.
- იოანე 15:14თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ.
- იგავესნი 3:5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
- ოსეა 1:2როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს.
- ოსეა 1:3წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი.
- იოანე 13:6მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს?
- იოანე 13:7მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ.
განაგრძე კითხვა: იერემია 13
სრულად წაიკითხე: იერემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში