
იერემია 13:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს. ადექი, წადი ფერათს და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.
იერემია 13:4 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 13:4 კონტექსტში
13:2ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ, და შემოვირტყი წელზე.
13:3მეორეგზის იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
13:4აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს. ადექი, წადი ფერათს და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.
13:5წავედი და დავმალე იგი ფერათში, როგორც უფალმა მიბრძანა.
13:6გამოხდა ხანი მრავალი და მითხრა უფალმა: ადექი, წადი ფერათს და აიღე იქიდან სარტყელი, რომლის დამალვა მე გიბრძანე.
პარალელური ადგილები: იერემია 13:4
- მიქა 4:10იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ; ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი მტრების ხელიდან.
- ფსალმუნები 137:1ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!
- იერემია 51:63როცა დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი ქვა და შუაგულ ევფრატში ჩააგდე.
- იერემია 51:64თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ აღდგება იმ უბედურებისგან, რომელსაც თავზე დავათევ, და გაუწყდებათ ილაჯი.
განაგრძე კითხვა: იერემია 13
სრულად წაიკითხე: იერემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში