
იერემია 16:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელიანები ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც კი განდევნილი ჰყავდა ისინიო, რადგან დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი.
იერემია 16:15 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 16:15 კონტექსტში
16:13ამიტომაც გაგაგდებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამა-პაპა იცნობდა, რათა დღედაღამ ემსახუროთ იქ უცხო ღმერთებს, რადგან შეუბრალებელი ვიქნები თქვენ მიმართ.
16:14აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისრაელიანებიო,
16:15არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელიანები ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც კი განდევნილი ჰყავდა ისინიო, რადგან დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი.
16:16აჰა, გამოვგზავნი უამრავ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად. მერე გამოვგზავნი ურიცხვ მონადირეს, და ჩამორეკავენ მათ ყველა მთიდან და ყველა გორაკიდან, კლდის ნაპრალებიდან.
16:17რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათს გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული დაიფარება ჩემს თვალთაგან.
პარალელური ადგილები: იერემია 16:15
- იერემია 32:37აჰა, თავს მოვუყრი მათ ყოველი ქვეყნიდან, სადაც გავრეკე ისინი ჩემი მძვინვარე რისხვითა და დიდი წყრომით; დავაბრუნებ ამ ადგილზე და საიმედოდ დავასახლებ.
- იერემია 3:18იმჟამად მივა იუდას სახლი ისრაელის სახლთან და ერთად წავლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან იმ ქვეყნისაკენ, რომელიც თქვენს მამა-პაპას დავუმკვიდრე.
- იერემია 24:6თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ.
- ეზექიელი 36:24გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
- ფსალმუნები 106:47გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
- ამოსი 9:14დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.
- ესაია 11:11იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.
- ესაია 11:16გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა.
განაგრძე კითხვა: იერემია 16
სრულად წაიკითხე: იერემია 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში