
იერემია 16:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე ამბობს უფალი ვაჟებზე და ასულებზე, რომლებიც ამ ადგილზე დაიბადებიან, დედებზე, რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში.
იერემია 16:3 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 16:3 კონტექსტში
16:1იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:
16:2ნუ მოიყვან ცოლს და ნუ გეყოლება ვაჟები და ასულები ამ ადგილზე.
16:3რადგან ასე ამბობს უფალი ვაჟებზე და ასულებზე, რომლებიც ამ ადგილზე დაიბადებიან, დედებზე, რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში.
16:4საზარელი სიკვდილით დაიხოცებიან, დაუტირებელნი და დაუმარხავნი ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით ამოწყდებიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა კერძი გახდება.
16:5რადგან ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარე სახლში, ნუ წახვალ მათ სატირალზე მისასამძიმრებლად, რადგან ჩემი მშვიდობა წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ჩემი მადლი და თანაგრძნობა.
პარალელური ადგილები: იერემია 16:3
- იერემია 16:5რადგან ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარე სახლში, ნუ წახვალ მათ სატირალზე მისასამძიმრებლად, რადგან ჩემი მშვიდობა წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ჩემი მადლი და თანაგრძნობა.
- იერემია 6:21ამიტომაც ასე ამბობს უფალი; აჰა, საბრკოლს დავუდებ წინ ჩემს ერს და წაიფორხილებენ მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, და დაიღუპებიან.
- იერემია 16:9რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავაუქმებ ამ ადგილას თქვენს თვალწინ და თქვენს მოსწრებაში - ხმას შვებისას და ხმას მხიარულებისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას.
განაგრძე კითხვა: იერემია 16
სრულად წაიკითხე: იერემია 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში