
იერემია 16:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარე სახლში, ნუ წახვალ მათ სატირალზე მისასამძიმრებლად, რადგან ჩემი მშვიდობა წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ჩემი მადლი და თანაგრძნობა.
იერემია 16:5 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 16:5 კონტექსტში
16:3რადგან ასე ამბობს უფალი ვაჟებზე და ასულებზე, რომლებიც ამ ადგილზე დაიბადებიან, დედებზე, რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში.
16:4საზარელი სიკვდილით დაიხოცებიან, დაუტირებელნი და დაუმარხავნი ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით ამოწყდებიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა კერძი გახდება.
16:5რადგან ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარე სახლში, ნუ წახვალ მათ სატირალზე მისასამძიმრებლად, რადგან ჩემი მშვიდობა წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ჩემი მადლი და თანაგრძნობა.
16:6დაიხოცებიან დიდნი და მცირენი ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ და არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და მათთვის თავს არ გადაიპარსავს.
16:7არავინ გატეხს პურს ჭირისუფლის სანუგეშებლად, არავინ შეასმევს მათ სანუგეშებელ თასს მამისა და დედის გამო.
პარალელური ადგილები: იერემია 16:5
- ეზექიელი 24:16ადამის ძევ! აჰა, წაგართმევ შენს თვალთა ნეტარებას მოულოდნელი სიკვდილით; ნურც იგლოვ, ნურც იტირებ, ცრემლები ნუ დაგედინება;
- ეზექიელი 24:23თავი წაკრული გექნებათ და ხამლები შემოსილი; არ იგლოვებთ და არ იტირებთ. დადნებით თქვენს დანაშაულებში და მიაკვნესებთ ერთმანეთს.
- ესაია 27:11როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს.
- მეორე სთვლისაება 31:17აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; ჩასანთქმელი გახდებიან და ბევრი უბედურება და გაჭირვება შეემთხვევათ. იტყვის იმ დღეს: ხომ იმიტომ შემემთხვა ეს უბედურებები, რომ ღმერთი არ არის ჩვენში!
- იერემია 15:1მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემ წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ.
- იერემია 15:4საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის იუდას მეფის, მენაშე ხიზკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში.
- გამოცხადება 6:4გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი.
- იერემია 16:6დაიხოცებიან დიდნი და მცირენი ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ და არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და მათთვის თავს არ გადაიპარსავს.
განაგრძე კითხვა: იერემია 16
სრულად წაიკითხე: იერემია 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში