
იერემია 17:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რკინის საჭრეთელით არის დაწერილი იუდაელთა ცოდვები და ალმასის წვერით არის ამოკვეთილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.
იერემია 17:1 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 17:1 კონტექსტში
17:1რკინის საჭრეთელით არის დაწერილი იუდაელთა ცოდვები და ალმასის წვერით არის ამოკვეთილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.
17:2ამიტომაც ახსოვთ მათ შვილებს თავიანთი სამსხვერპლოები და აშერები ხემხვივანებთან და მაღალ ბორცვებზე.
17:3ჩემს მთას მინდვრად, შენს დოვლათს და მთელ განძეულობას დავატაცებინებ, შენს გორაკებს ცოდვის გამო მთელ შენს საზღვრებში.
პარალელური ადგილები: იერემია 17:1
- იგავესნი 3:3მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:3თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
- იგავესნი 7:3მიიბი შენს თითებზე და გულის ფიცარზე დაიწერე.
- ლევიანი 4:25აიღოს მღვდელმა თითით ცოდვის გამოსასყიდის სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხვერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი აღსავლენის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.
- ოსეა 12:11თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია ყანის ხნულებში.
- იობი 19:23ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში!
- იობი 19:24რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ!
- ლევიანი 4:17ამოაწოს მღვდელმა სისხლში თითი და შვიდგზის მოასხუროს ფარდებს უფლის წინაშე.
განაგრძე კითხვა: იერემია 17
სრულად წაიკითხე: იერემია 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში