
იობი 19:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ!
იობი 19:24 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 19:24 კონტექსტში
19:22რატომ მდევნით ღმერთივით და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?
19:23ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში!
19:24რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ!
19:25მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!
19:26და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს;
პარალელური ადგილები: იობი 19:24
- იერემია 17:1რკინის საჭრეთელით არის დაწერილი იუდაელთა ცოდვები და ალმასის წვერით არის ამოკვეთილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.
- მეორე სთვლისაება 27:2როცა გადახვალ იორდანეს გაღმა ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, დაიდგი დიდი ქვები და კირით შელესე.
- მეორე სთვლისაება 27:3დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა იორდანეზე გადასვლისას, რომ შეხვიდე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ზეთითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.
- გამოსვლა 28:11ქვაზე ამომკვეთელის ხელოვნებით, როგორც საბეჭდავის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორ თვალზე ისრაელიანთა სახელები და ოქროს ბუდეებში ჩასვი.
- გამოსვლა 28:12მიამაგრე ეს ორი თვალი ეფოდის სამხრეებს, ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები. ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ.
- გამოსვლა 28:21ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითო შტოს სახელი თორმეტიდან.
- გამოსვლა 32:16ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.
- მეორე სთვლისაება 27:8დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ.
განაგრძე კითხვა: იობი 19
სრულად წაიკითხე: იობი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში