
იერემია 17:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენც წაგერთმევა სამკვიდრო, რთშელიც შენთვის მქონდა მოცემული, და დაგამორჩილებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.
იერემია 17:4 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 17:4 კონტექსტში
17:2ამიტომაც ახსოვთ მათ შვილებს თავიანთი სამსხვერპლოები და აშერები ხემხვივანებთან და მაღალ ბორცვებზე.
17:3ჩემს მთას მინდვრად, შენს დოვლათს და მთელ განძეულობას დავატაცებინებ, შენს გორაკებს ცოდვის გამო მთელ შენს საზღვრებში.
17:4შენც წაგერთმევა სამკვიდრო, რთშელიც შენთვის მქონდა მოცემული, და დაგამორჩილებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.
17:5ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.
17:6იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.
პარალელური ადგილები: იერემია 17:4
- იერემია 15:14შენს მტრებს გავატან ქვეყანაში, რომელიც შენ არ იცი; რადგან ჩემი რისხვით ანთებული ცეცხლი თქვენ შემოგენთებათ.
- გლოვა იერემიასი 5:2ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები - გადამთიელმა.
- მარკოზის სახარება 9:43თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,
- მარკოზის სახარება 9:49რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.
- ესაია 5:25ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
- იერემია 7:20ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება.
- ესაია 14:3იმ დღეს, როცა ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან, რომლითაც იტანჯები.
- მეორე სთვლისაება 4:26ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენ წინაშე, რომ მალე გადაშენდებით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. დიდხანს ვერ დაჰყოფთ იქ, უეჭველად განადგურდებით.
განაგრძე კითხვა: იერემია 17
სრულად წაიკითხე: იერემია 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში