
იერემია 17:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.
იერემია 17:6 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 17:6 კონტექსტში
17:4შენც წაგერთმევა სამკვიდრო, რთშელიც შენთვის მქონდა მოცემული, და დაგამორჩილებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.
17:5ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.
17:6იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.
17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
17:8იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
პარალელური ადგილები: იერემია 17:6
- იობი 20:17ვერ იხილოს მან თაფლისა და რძის ნაკადულები, მდინარეები და ნიაღვრები!
- ფსალმუნები 1:4უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან აღგვილს.
- მეორე სთვლისაება 29:23გოგირდი და მარილი! გადაბუგულია მთელი მიწა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, არა ბალახი არ ამოდის! დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყრომით.
- იერემია 48:6გაიქეცით, თავს უშველეთ! ბუჩქივით მარტოსული იქნებით უდაბნოში.
- იობი 15:30ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.
- იობი 15:34რადგან ბერწია უღვთოთა საკრებულო და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.
- იობი 39:6რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი?
- იობი 8:11თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ?
განაგრძე კითხვა: იერემია 17
სრულად წაიკითხე: იერემია 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში