
იერემია 17:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
იერემია 17:9 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 17:9 კონტექსტში
17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
17:8იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
17:9უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
17:10მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
17:11მწყერი აზის კვერცხებს, რომლებიც თავად არ დაუდვია. ასეთია კაცი, რომელიც უსამართლოდ იხვეჭს ქონებას; ცხოვრების შუაძალზე გამოეცლება ხელიდან და საბოლოოდ ცარიელზე დარჩება.
პარალელური ადგილები: იერემია 17:9
- მარკოზის სახარება 7:21ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,
- მარკოზის სახარება 7:22სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.
- მათეს სახარება 15:19ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
- იგავესნი 28:26საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება.
- ეკლესიასტე 9:3უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ.
- ებრაელთა მიმართ 3:12იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
- შესაქმე 6:5დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.
- იაკობის ეპისტოლე 1:14არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
განაგრძე კითხვა: იერემია 17
სრულად წაიკითხე: იერემია 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში